პარასკევი, 2024-05-17, 1:38 PM
BAYERN MUNCHEN

 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ვიდეოები [6]
ბაიერნი [4]
ბაიერნის სურათები [4]
რობენი [3]
რიბერი [5]
ნოიერი [3]
მანჯუკიჩი [3]
ბოატენგი [2]
ლამი [2]
მიულერი [2]
ალაბა [3]
შვაინშტაიგერი [2]
კროოსი [2]
all [0]

მინი-ჩეთი
გახსენით მინი-ჩატი

Block title

defrghjm

მთავარი » 2014 » მაისი » 3 » ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)
1:45 PM
ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი (გერმ.: FC Bayern München) — გერმანიის საფეხბურთო კლუბი ბავარიის ქალაქმიუნხენიდან; ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ფეხბურთის ისტორიაში; ასევე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. 2 საკონტინენტთაშორისო თასით, 4 ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტიტულით, 1 უეფას თასის ტიტულით, 1თასების მფლობელთა თასის ტიტულით, 21 ეროვნული ჩემპიონატით, 14 გერმანული თასით, მიუნხენის ბაიერნი გერმანიის მოწინავე საფეხბურთო კლუბია. ბაიერნი საწევრო კლუბია და 132.000 წევრით მსოფლიოში სიდიდით მესამეა ბენფიკასა დაბარსელონას კლუბების შემდეგ. ბაიერნს ასევე განყოფილებები აქვს ჭადრაკშიხელბურთშიკალათბურთშიტანვარჯიშში,ბოულინგსა და მაგიდის ჩოგბურთში.

კლუბის მიმდინარე ხელმძღვანელობა: პრეზიდენტი — ფრანც ბეკენბაუერი; ვიცე-პრეზიდენტები — დოქტორ ფრიტე შრერერი,კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჰანს შიფელი; მენეჯერი — ული ჰიონესი; მწვრთნელი — ხოსეპ გვარდიოლა, მუშაობს 2013 წლის ივნისიდან. მთავარი სპონსორია T-Mobile.

ბაიერნის ისტორია 1900 წლიდან იწყება. მისი დაარსება დაკავშირებულია ფეხბურთის ფუნქციონერ ფრანც ჯონის სახელთან, რომელიც გუნდის პირველი პრეზიდენტი იყო. გუნდის აღზევება დაიწყო 1907 წელს, როდესაც ბაიერნი ახალ ბაზაზე — ლეოპოლდშტრასეზე გადავიდა. გუნდის პირველი მიღწევა გახდა მიუნხენის ფეხბურთში ლიდერობა და შესამჩნევი გაუმჯობესება ფანებისთვის, რომლებსაც თამაშის ყურება უკვე დამსხდრებს შეეძლოთ. ბაიერნი პოპულარული გახდა 1910 წელს, როდესაც გუნდმა აღმოსავლეთის მიწების თასი მოიგო. მომდევნო წელს მიუნხენელებმა დაიცვეს ტიტული ისე, რომ არც ერთი შეხვედრა არ წაუგიათ. მოგვიანებით გუნდში გამოჩნდა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი — მაქს გაბლონსკი. ამ მოვლენის შემდეგ საქმე კიდევ უფრო უკეთესად წავიდა. 1920 წლისათვის ბაიერნში გაწევრიანებული იყო 700-ზე მეტი წევრი და ცოტა ხანში გუნდი ისეთი ძლიერი გახდა , როგორიც დღესაა.

ბაიერნი 21-ე საუკუნეში[რედაქტირება]

ოტმარ ჰიცფელდმა იტალიელი სპეციალისტი 1998 წელს შეცვალა. პირველივე წელს მან თითქმის მიაღწია გუნდის საუკეთესო შედეგს არსებობის ისტორიაში. მაგრამ გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მარცხი ძალზედ მტკივნეული აღმოჩნდა გუნდისთვის. უკვე ორი წლის შემდეგ ჰიცფელდმა და ბაიერნმა დაამტკიცეს, რომ 1999 წლის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობა იყო. ჰიცფელდის ხელმძღვანელობით ბაიერნმა (1998-2004 წლებში) მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა ოთხჯერ, ორჯერ დაეუფლა გერმანიის თასს და გერმანიის ლიგის თასს, ასევე გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებასა და საკონტინენტთაშორისო თასზე. ეს შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა ბაიერნის მწვრთნელებს შორის. ამ პერიოდში გუნდის ლიდერები იყვნენოლივერ კანიშტეფან ეფენბერგი და ჯოვანი ელბერი.

2004 წელს კლუბში მწვრთნელად მოვიდა ფელიქს მაგათი, ვისი ხელმძღვანელობითაც კლუბი ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ორჯერ დაეუფლა გერმანიის თასს, მაგრამ 2007 წლის იანვარში წარუმატებლობების გამო იგი გაათავისუფლეს და მის ადგილას დააბრუნეს ოტმარ ჰიცფელდი.

2007 წლის ზაფხულში ბაიერნმა გაატარა სერიოზული სატრანსფერო პოლიტკა, რის შედეგადაც შეიძინა იტალიის ნაკრების საუკეთესო ფორვარდი ლუკა ტონი[1]გერმანიის ნაკრებისსაუკეთესო ფორვარდი მიროსლავ კლოზესაფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ფრანკ რიბერი და კიდევ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი. ფეხბურთელების ტრანსფერებზე 2007 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე ბაიერნმა $94 მილიონი დახარჯა.[2] 2007-2008 სეზონში კლუბი გახდა გერმანიის ჩემპიონი, დაეუფლა გერმანიის თასს და გერმანიის ლიგის თასს.

2008 წლის 1 ივლისიდან ოტმარ ჰიცფელდი მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა იურგენ კლინსმანმა. 2009 წლის 27 აპრილს კლინსმანი იუპ ჰაინკესმა შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შრომის შედეგად მალევე გაათავისუფლეს და მის შემცვლელად ჰოლანდიელი სპეციალისტი, ლუის ვან გაალი მოვიდა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მოახერხა შემტევი გუნდის ჩამოყალიბება, პირველივე სეზონში (2009-2010) მოაგებინა კლუბს აუდის თასი, გახადა გერმანიის ჩემპიონი, გერმანიის თასის მფლობელი და ასევე ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის თასთან, მაგრამ ინტერთან დამარცხდა ფინალში ანგარიშით 0:2

ვანგაალის შემდეგ კვლავ ჰაინკესი დაბრუნდა, რომელმაც მოღვაწეობის მეორე წელს (2011/2012) კლუბი კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, (ფინალი მიუნხენში ტარდებოდა) და ბაიერნი ახლოს იყო შესულიყო ისტორიაში, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული საკუთარ კედლებში (აქამდე ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა), მაგრამ სერიაში ლონდონის ჩელსიმ გაიმარჯვა. იმ წელს მიუნხენური გიგანტი უტიტულოდ დარჩა, ამიტომ ხელმძღვანელებმა ჰაინკესის შემცვლელს დაუწყეს ძებნა და მიაგნეს კიდეც — ეს იყო ხოსეპ გუარდიოლა. მაგრამ ჰაინკესს თითქმის მთელი სეზონი წინ ჰქონდა, მან გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველად შეასრულა „ჰეთ-თრიკი“: მოიგო ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა (დაამარცხეს დორტმუნდის ბორუსია 2:1) და გერმანიის თასი, დაამყარა და გააუმჯობესა მრავალი რეკორდი (გასვლით შეხვედრებში მოიგო ყველა მატჩი, ბუნდესლიგაში გაიტანა 98 გოლი და ა.შ.).

მიუხედავად ამ ფანტასტიური შედეგისა, ჰაინკესს მაინც მოუწია კლუბიდან წასვლა გუარდიოლასთან წინასწარ გაფორმებული კონტრაქტის გამო. 2013 წლის მაისის მონაცემით მიუნხენის ბაიერნი საკლუბო რეიტინგში პირველ ადგილზე დამკვიდრდა.

ბაიერნის მწვრთნელები[რედაქტირება]

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
26.06.13 — *** ესპანეთის დროშა პეპ გუარდიოლა 1 1 ევროპის სუპერთასი
01.07.11 — 25.06.13 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი 4 1 სუპერთასი
1 ჩემპიონატი
1 თასი
1 ჩემპიონთა ლიგა
10.04.11 — 26.06.11 ნიდერლანდის დროშა ანდრეს იონკერი    
01.07.09 — 10.04.11 ნიდერლანდის დროშა ლუის ვან გაალი 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
27.04.09 — 31.05.09 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი    
01.07.08 — 27.04.09 გერმანიის დროშა იურგენ კლინსმანი    
01.02.07 — 30.06.08 გერმანიის დროშა ოტმარ ჰიცფელდი 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
01.07.04 — 31.01.07 გერმანიის დროშა ფელიქს მაგათი 4 2 ჩემპიონატი
2 თასი
01.07.98 — 30.06.04 გერმანიის დროშა ოტმარ ჰიცფელდი 8 4 ჩემპიონატი
2 თასი
1 ჩემპიონთა ლიგა
1 საკონტინენტთაშორისო თასი
01.07.96 — 30.06.98 იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
28.04.96 — 30.06.96 გერმანიის დროშა ფრანც ბეკენბაუერი 1 1 უეფა-ს თასი
01.07.95 — 27.04.96 გერმანიის დროშა ოტო რეჰაგელი    
01.07.94 — 30.06.95 იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი    
28.12.93 — 30.06.94 გერმანიის დროშა ფრანც ბეკენბაუერი 1 1 ჩემპიონატი
11.03.92 — 27.12.93 გერმანიის დროშა ერიხ რიბეკი    
09.10.91 — 10.03.92 დანიის დროშა სორენ ლერბი    
01.07.87 — 08.10.91 გერმანიის დროშა იუპ ჰეინკესი 2 2 ჩემპიონატი
01.07.83 — 30.06.87 გერმანიის დროშა უდო ლატეკი 5 3 ჩემპიონატი
2 თასი
17.05.83 — 30.06.83 გერმანიის დროშა რაინჰარდტ საფტინგი    
01.03.79 — 16.05.83 უნგრეთის დროშა პოლ ჩერნაი 3 2 ჩემპიონატი
1 თასი
02.12.77 — 28.02.79 უნგრეთის დროშა გილა ლორანტი    
16.01.75 — 30.11.77 გერმანიის დროშა დიტმარ კრემერი 3 2 ჩემპიონთა თასი
1 საკონტინენტთაშორისო თასი
14.03.70 — 02.01.75 გერმანიის დროშა უდო ლატეკი 5 3 ჩემპიონატი
1 თასი
1 ჩემპიონთა თასი
01.07.68 — 13.03.70 იუგოსლავიის დროშა ბრანკო ზებეკი 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
01.07.63 — 30.06.68 იუგოსლავიის დროშა ზლატკო ცარკოვსკი 3 2 თასი
1 ევროპის თასების თასი
 

 

კატეგორია: ბაიერნი | ნანახია: 560 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

Block title

შესვლის ფორმა

სიახლე

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ მიუხენის ბაიერნი?


სულ პასუხები: 5

all
მოგესალმებით, სტუმარო.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე, ან გაიაროთ ავტორიზაცია.
დახურვა

bayern
www.wsa.ge

Copyright MyCorp © 2024Make a free website with uCoz