პარასკევი, 2024-05-17, 6:04 AM
BAYERN MUNCHEN

 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ვიდეოები [6]
ბაიერნი [4]
ბაიერნის სურათები [4]
რობენი [3]
რიბერი [5]
ნოიერი [3]
მანჯუკიჩი [3]
ბოატენგი [2]
ლამი [2]
მიულერი [2]
ალაბა [3]
შვაინშტაიგერი [2]
კროოსი [2]
all [0]

მინი-ჩეთი
გახსენით მინი-ჩატი

Block title

defrghjm

მთავარი » 2014 » ივნისი » 24 » kahn
6:18 PM
kahn

ოლივერ კანი (გერმ. Oliver Kahn; დ. 15 ივნისს1969კარლსრუეგერმანია) — ყოფილი გერმანელი საფეხბურთო მეკარე, მეტსახელად „ტიტანი“. მან თავისი კარიერა დაიწყო კარლსრუეს ახალგაზრდულ გუნდში. მისი დებიუტი პროფესიონალთა გუნდში შედგა 1987 წელს. 1994 წელს, ის გადავიდა მიუნხენის ბაიერნში 4,600,000 გერმანული მარკის სანაცვლოდ, სადაც მან ითამაშა თავისი კარიერის ბოლომდე (2008 წელი).

ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გერმანელი მოთამაშეა, რომელმაც რვაჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონის ტიტული, ექვსჯერ გერმანიის თასი, უეფას თასი(1996), უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი და საკონტინენტთა შორისო თასი(ორივე 2001). თავისმა ინდივიდუალურმა წვლილმა მას მოუტანა უეფას საუკეთესო მეკარის 4 ჯილდო, სამჯერ "IFFHS"-ის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ჯილდო და ორი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ის გახდა პირველი და ერთადერთი მეკარე ტურნირის ისტორიაში, რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი.

1994 წლიდან 2006 წლამდე, კანი ასპარეზობდა გერმანიის ნაკრებში, რომელშიც ის ძირითად მეკარედ ანდრეას კიოპკესსანაკრებო კარიერის დასრულების შემდგომ იქცა. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებმა კანის კაპიტნობით მიაღწია ფინალამდე. მაშინ, როდესაც გერმანიის ნაკრები რამდენიმეჯერ შერცხვა მთელი ამ ხნის მანძილზე თავიანთი ცუდი ასპარეზობის გამო, კანის სიმამაცეს ყოველთვის აღტაცებაში მოყავდა მაყურებელი და სწორედ მისი დამსახურება იყო გერმანიის ნაკრების ფინალში გასვლა, სადაც ისინი ბრაზილიის ნაკრებთან დამარცხდნენ 0-2. ამ მატჩის შემდეგ კანი მკაცრად გააკტირიკეს, რადგან მას ბრაზილიელი ფორვარდის რივალდოს დარტყმული ხელიდან გაუვარდა, რის შედეგადაც რონალდოს ბურთის კარის ბადეში გადაგზავნა არ გასჭირვებია. მიუხედავად ამისა, ის დასახელდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად და მიიღო ოქროს ბურთის ჯილდო.

ექვსი წლის ასაკში კანი შეუერთდა კარლსრუეს საფეხბურთო აკადემიას, სადაც მისი მამა - როლფი თამაშობდა 1962 წლიდან 1965 წლამდე. ოლივერმა მეკარეობამდე თამაში დაიწყო მინდვრის ფეხბურთელად. ის პროფესიონალთა გუნდს შეუერთდა 1987-88 წლების სეზონში პირველ ბუნდესლიგაში, პირველად ის იყო ალექსანდრე ფამულას სარეზერვო გოლკიპერი. 1987 წლის 27 ნოემბერს შედგა კანის ბუნდესლიგური დებიუტი კიოლნის წინააღმდეგ, სადაც ოლივერის გუნდმა 4-0 გაანადგურა კიოლნი. თუმცა-ღა, მხოლოდ 1990 წლის შემდეგ მწრთვნელმა ვინფრედ შეფრემა გადაწყვიტა მისი ძირითად მეკარედ ქცევა. მომდევნო წლებში ოლივერმა კლუბში დაიმკვიდრა ძირითად მეკარედ თავი. ის მიიჩნეოდა მოტივატორად და უმთავრეს ფეხბურთელად კარლსრუეში, რომელთაც 1993-94 წლების სეზონში გააღწიეს უეფას თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე. 1/8 ფინალში კლუბმა საკუთარ კედლებში გაანადგურა ესპანური ვალენსია 7-0, მას შემდეგ, რაც პირველი გასვლითი მატჩი "მესტალიაზე" დათმეს 1-3. მატჩს გერმანულმა მედიამ "სასწაული ვაილდ პარკ სტადიონზე" შეარქვეს. კლუბმა 1/2 ფინალურ ეტაპზე დასანანი მარცხი იწვნია ავსტრიული ზალცხბურგისაგან.

კატეგორია: ბაიერნი | ნანახია: 577 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

Block title

შესვლის ფორმა

სიახლე

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ მიუხენის ბაიერნი?


სულ პასუხები: 5

all
მოგესალმებით, სტუმარო.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე, ან გაიაროთ ავტორიზაცია.
დახურვა

bayern
www.wsa.ge

Copyright MyCorp © 2024Make a free website with uCoz