კვირა, 2024-05-19, 6:35 AM
BAYERN MUNCHEN

 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ვიდეოები [6]
ბაიერნი [4]
ბაიერნის სურათები [4]
რობენი [3]
რიბერი [5]
ნოიერი [3]
მანჯუკიჩი [3]
ბოატენგი [2]
ლამი [2]
მიულერი [2]
ალაბა [3]
შვაინშტაიგერი [2]
კროოსი [2]
all [0]

მინი-ჩეთი
გახსენით მინი-ჩატი

Block title

defrghjm

მთავარი » 2014 » მაისი » 3 » რობენის ბიოგრაფია
12:57 PM
რობენის ბიოგრაფია

არიენ რობენი (დ. 23 იანვარი1984) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს გერმანიის ბუნდესლიგის კლუბმიუნხენის „ბაიერნში“. ამპლუით თავდამსხმელია, თუმცა ასევე თამაშობს გარემარბად და წინ წაწეული ნახევარმცველისპოზიციაზე. ცნობილია დრიბლინგით, სისწრაფითა და მარჯვენა ფლანგიდან მარცხენა ფეხით განხორციელებული ზუსტი, გრძელი დარტყმებით. არის ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და მის რიგებში მონაწილეობა მიიღო ევროპის 200420082012 წლების ჩემპიონატებსა და მსოფლიოს 20062010 წლების ჩემპიონატებში. 2013 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამავე გათამაშების ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

რობენი პირველად ცნობილი გახდა საფეხბურთო კლუბ „გრონინგენში“, სადაც ის თამაშობდა 2000 წლიდან 2001 წლამდე. ორი წლის შემდეგ არიენი სათამაშოდ „PSV-ში“ გადავიდა, რომლის რიგებშიც ნიდერლანდების წლის ახალგაზრდა ფეხბურთელიგახდა და კლუბთან ერთად ერედივიზიაც მოიგო.[1] მომდევნო საფეხბურთო სეზონში რობენთან კონტრაქტის გაფორმება ბევრ ინგლისურ კლუბს სურდა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ფეხბურთელი „ჩელსის“ შეუერთდა.

კლუბში რობენის დებიუტი ტრავმის გამო გადაიდო, თუმცა დაბრუნების შემდეგ ის გუნდს პრემიერლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებაში დაეხმარა და 2004 წლის ნოემბერში ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.[2][3] 2007 წელს არიენმა „ჩელსი“ დატოვა და სათამაშოდ ესპანეთშიმადრიდის „რეალში“ გადავიდა. სამეფო კლუბს ეს ტრანფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდა. 2009 წლის აგვისტოში რობენი მიუნხენის „ბაიერნმა“ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.[4] ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გერმანიის ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩშივე ორი გოლი გაიტანა. იმავე სეზონში რობენმა კლუბთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა. თავად ფეხბურთელმა კი უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში 5 საჩემპიონო ტიტული მოიგო. სეზონის ბოლოს არიენ რობენი გერმანიის წლის ფეხბურთელად დაასახელეს.[5]მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გავიდა 2013 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც დორტმუნდის „ბორუსია“დაამარცხა, გახდა ლიგის გამარჯვებული და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მოიპოვა.

 

2009 წლის ზაფხულში რობენი რეალი 25 მლნ ევროს სანაცვლოდ მიუნხენის „ბაიერნს“ გაყიდვას დათანხმდა[39][40]2009 წლის 28 აგვისტოს ბაიერნის ფეხბურთელი გახდა და 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი[41]. კლუბში რობენს 10 ნომრიანი მაისური მისცეს. ბაიერნში ამ ნომრით ბოლოს არიენის თანამემამულე როი მაკაი გამოდიოდა[39][42]. რობენმა „ბაიერნში“ გადასვლასთან დაკავშირებით მედიასთან აღნიშნა: „აქ თავს კარგად ვგრძნობ. ეს დიდი კლუბია, დიდი ისტორიით და მიხარია, რომ აქ ვარ“. ბუნდესლიგაში არიენის დებიუტი 29 აგვისტოს, გერმანიის წინა წლის ჩემპიონ კლუბ„ვოლფსბურგთან“ მატჩში შედგა. შეხვედრაში ნიდერლანდელმა ორი გოლი გაიტანა[43][44]30 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, სადაც მიუნხენური კლუბი ტურინის „იუვენტუსს“ ხვდებოდა, არიენმა ტრავმა მიიღო და ერთი თვე იუქმა. რობენი ბუნდესლიგის მეორე წრეში დაბრუნდა.„ჰოფენჰაიმთან“ თამაშში ნიდერლანდელმა თავი გამოიჩინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. არიენმა მომდევნო შეხვედრებშიც („ვერდერთან“ და „მაინცთან“) ბრწყინვალედ ითამაშა. მომდევნო მატჩში, „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ, რობენმა გოლი უკვე მეორე წუთზე გაიტანა, „ბაიერნმა“ 3:1 მოიგო[45]. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში რობენის მიერ „ფიორენტინას“ კარში გატანილმა ბრწყინვალე გოლმა „ბაიერნს“ გამარჯვება და 1/4 ფინალის საგზური მოუტანა; 4 დღის შემდეგ არიენის დუბლმა მიუნხენური კლუბი „გერმანიის ჩემპიონი“ ტურნირის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გახადა. 2010 წლის 25 მარტს გერმანიის საფეხბურთო თასის ნახევარფინალში რობენმა „შალკე 04-ს“ გაუტანა და „ბაიერნი“ ტურნირის ფინალში გაიყვანა. ამ თამაშის შემდეგ მიუნხენელთა დამრიგებელმა, ლუის ვან გაალმა არიენს „შეუდარებელი“ უწოდა. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, ამავე გათამაშების წინა წლის ფინალისტ გუნდ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ რობენის გატანილმა გოლმა მიუნხენელებს ნახევარფინალის საგზური მოუტანა; გოლი ძალიან ლამაზი გამოდგა<[46].

გერმანულმა კლუბმა იმ წელს ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, სადაც მილანის „ინტერთან“ დამარცხდა. თავად რობენი გერმანიის წლის ფეხბურთელად, ხმათა 71,2 %-ით დაასახელეს. რობენმა წლის ბოლოს აღნიშნა:

კატეგორია: რობენი | ნანახია: 635 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

Block title

შესვლის ფორმა

სიახლე

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ მიუხენის ბაიერნი?


სულ პასუხები: 5

all
მოგესალმებით, სტუმარო.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე, ან გაიაროთ ავტორიზაცია.
დახურვა

bayern
www.wsa.ge

Copyright MyCorp © 2024Make a free website with uCoz